„ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი - თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ხომ არა?“ - სალომე სამადაშვილის მიმართვა მამუკა ბახტაძეს
პოლიტიკა - 14:34, 22 Mar, 2019     737

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს მიმარტა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა სიღარიბე, სიღატაკე, კრიმინალური მენტალიტეტი და გაზრდილი დანაშაული:

„ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იქნება ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელმაც დაამსგავსა ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ, კრიმინალურ კარტერს.

მაშ თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი?- თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად და ანაწილებს, ალაგებს საქმეებს ბიზნესმენს შორის ქურდული წესებით, კანონის და სამართალის გვერდის ავლით. თუ ბატონმა ფარცხალაძემ, რომელიც ხან ხალხს ურტყამს დაუსჯელად ქუჩაში და ხან სარდაფში ჩაჰყავს ხალხი საქმის გასარჩევად,“ -განაცხადა სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, თავად ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირები. დეპუტატმა მაგალითად იუსტიციის მინისტრის და თბილისის მერის მაგალითები მოიყვანა.

„სიღარიბე, სიღატაკე, კრიმინალური მენტალიტეტი გაზრდილი დანაშაული - ეს ყველაფერი არის თქვენი ხელისუფლების დამსახურება. ვინ შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი ამ ქვეყანაში თუ არა მირზა სუბელიანმა, რომელმაც დაალაგა სარალიძის საქმე ისე, რომ დღემდე ვერავის ვერ გაურკვევია ვინ მოკლა დათო სარალიძე და მამამისი დღესაც დგას პარლამენტის წინ და ელოდება პასუხს ხელისუფლებისგან. თუ თქვენმა სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა გომელაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის გამტაცებელს, ალბათ, ვერასდროს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ ბევრი საქმე გამოუძიებელი რჩება. თუ ქალბატონმა წულუკიანმა შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც ხან ქურდებთან სურათებს იღებს და ამ ტრიბუნიდან აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობაში ვინ არის დამნაშავე არ იცის და არც აინტერესებს თუ ბატონმა კალაძემ, ასევე თქვენმა თანაგუნდელმა, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებს პირადად ხვდება და აცილებს მერე სხვა ქვეყნებში. ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი, ბატონო პრემიერო, მაინტერესებს და საერთოდ აზრი როდის შეიცვალეთ იამზე, რომ ძალიან ფუნდამენტურად მიუღებელი იყო თქვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ რავიცი, შემომწირველებს შორის იყავით, როგორც აღმოჩნდა ენმ-ის მმართველობის პირობებში ამ პარტიის და მთავარი მიზეზი, რომელზეც თქვენ აქ საერთოდ არ საუბრობთ. ბატონო პრემიერო, კრიმინალი და დანაშაული იზრდება სიღატაკესთან და სიღარიბესთან ერთად და ქართველი ხალხი არის თქვენგან გაღარიბებული და გაღატაკებული,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42