"ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში" - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 14:17, 22 Mar, 2019     739
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას განცდა, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას.

"ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. ეს არის პატივისცემის გამოხატულება ჩვენი საზოგადებისადმი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, ყოველთვის წარვდგეთ სქართველოს პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. პარლამეტსა და მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია. მთელი ჩვენი გუნდი, მთავრობის ყველა წევრი პასუხობს პარლამენტის მიერ დასმულ შეკითხვებს და ბოლო სამი დღე ამის ძალიან კარგი მაგალითია. ახლა რაც შეეხება უშუალოდ საკითხს. პირველ რიგში, ვიდრე შევაფასებთ ან დასკვნებს გამოვიტანთ, ჯერ საკითხის არსში უნდა გავერკვეთ. იმისათვის, რომ პასუხი გავცე თქვენს შეკითხვას, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესებიც. თქვენი კითხვის ფორმულირებაში იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის სხვაგვარად ვერც იქნება. ძალიან ბევრ საკითხზე ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. კარგად მესმის ოპოზიციის მნიშვნელობა, ვაფასებ და ამიტომ მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები და წინადადებები, თუ ეს ნაკარნახევია საქმის გულშემატკივრობითა და ობიექტური კრიტერიუმებით" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42