„კრიმინოგენული სიტუაცია არ არის გაუარესებული, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე“ - ბახტაძე
პოლიტიკა - 14:13, 22 Mar, 2019     1059

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. კრიმინალზე საუბრისას ბახტაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალი ისე არ არის გაზრდილი, როგორც ოპოზიცია „ხატავს“:

“სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ კრიმინოგენული სიტუაცია საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ გინდათ დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკა და არა - ის, რასა თქვენ აკეთებდით, გვამებს მალავდით, სტატისტიკის წარმოდგენა კი არა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობისთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი.

„სწორედ ეს არის მთავარი ღირებულებითი სხვაობა. ჩვენთვის ადამიანია მთავარი ღირებულება. ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა - ის, რასაც თქვენ აკეთებდით. გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. შეიცვალა მეთოდოლოგია, მე ეს ავხსენი. იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რომ იმ მიმართულებებში, სადაც არის ზრდა, რა პრევენციული მექანიზმებია გასაკეთებელი, თქვენ მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ რასაც თქვენ ჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი – ადამიანების უფლებების გაუბედურება. ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე და ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება.

„ჩაყევით სტატისტიკას და მიხვდებით, რომ რაც თქვენ განაცხადეთ ტყუილია, რომ თითქოს ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ციხე, გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. ციფრები არის ძალიან ნათელი და წერილობით ფორმაშიც მოგაწვდით, ამის პირობას გაძლევთ.

ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო: კრიმინალთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა. ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი და აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთი კანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში, გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ძალიან ეფექტურები ვართ კრიმინალთან ბრძოლაში ისე, რომ ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42