„კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში“ - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 13:56, 22 Mar, 2019     881

პრემიერი პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებით მივიდა - შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე უნდა იმსჯელონ.

ოპოზიციას პრემიერისგან კონკრეტული პასუხის მიღება სურს - რატომ იზრდება კრიმინალი და რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება მომატებულ დანაშაულს?

„ჩვენ მიერ დასმული შეკითხვის მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. დღე არ გადის, რომ ლამის, საომარი ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ბანკის გაძარცვის შესახებ. გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს.

სიღატაკის უკიდურეს ზღვარზე არის მისული ქვეყანა. ამიტომ, დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი - ერთის მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფეროა, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება. გაჩნდნენ ასე ვთქვათ, საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომაროება და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენებისთვის.

კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში და ამ პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს აგრეთვე საზოგადოებაში განმტკიცებული კრიმინალური მენტალიტეტი, როდესაც კრიმინალური გარჩევების მონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს და იბარებენ ბიზნესმენებს და ყოფილ მინისტრებსაც კი. როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლებაში გამეფებული კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალი,“ - განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42