ფაშისტური და ბოლშევიკური განცხადებები - კობახიძის მორიგი თავდასხმა "რუსთავი2"-ის გენდირექტორსა და NGO სექტორზე
პოლიტიკა - 13:06, 22 Mar, 2019     1205
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით და სამომავლო ნაბიჯებზე დღეს კონფერენცია იმართება, რომელზეც სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარეც გამოვიდა და არჩევნების კონტექსტში არასამთავრობო სექტორი და ტელეკომპანია „რუსთავი2“ გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს პირდაპირ დასდო ბრალი, რომ ისინი საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობდნენ.


"ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ზოგადად ამ ფენომენის დისკრედიტაციას. ასევე კიდევ ერთი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა", მათ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი პირდაპირ ჰქონდათ განთავსებული ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ეს არის ბუნებრივი ძალიან მძიმე ფაქტები,რაც ყურადღებასა და სათანადო რეაგირებას საჭიროებს."-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "რუსთავი2" ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდა. მან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებას, ფაშისტური კიდევ ერთხელ უწოდა და დაამატა, რომ შესაძლებელია ნიკა გვარამიას განცხადებებს ბოლშევიკურიც ეწოდოს.

"ასევე იყო სერიოზული პრობლემა "რუსთავი2"-ის შოუების მონაწილეობის კუთხით, სადაც პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს უნდა ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხვა სფეროდან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების, საუბარი იყო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურულ ცხოვრებაზე და ა.შ. ეს იყო აბსოლუტურად ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ან ბოლშევიკური გნებავთ ეს ტერმინი გამოვიყენოთ და არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები, პირდაპირ ითქვა ერთ-ერთ შოუში, რომ ნიკა გვარამიას მხარდაჭერა არ სჭირდებოდა, ბუნებრივი ასეთ პირობებში დამოუკიდებელი დაკვირვება ვერ განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42