საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. როს უილსონი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში იყო ბევრი ისეთი პრობლემა და საკითხი, რომელიც ქვეყნის წარმატებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
უილსონის განცხადებითვე, საქართველოში დემოკრატიის კულტურა რომ გაძლიერდეს, აუცილებელია, საარჩევნო პროცესში გამოკვეთილ დარღვევებსა და პრობლემებზე ერთობლივი მსჯელობა შედგეს.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების კუთხით, მაგრამ საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და საელჩოების წარმომადგენლებმა გამოკვეთეს მთელი რიგი პრობლემები და საკითხები, რომლებიც ჩვენი აზრით, ფუნდამენტურია ქვეყნის წარმატებისთვის და დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის. დღეს ამ საკითხებს განვიხილავთ. საკმაოდ ბევრი პრობლემაა სახეზე, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და კარგი იქნება თუ ისინი ერთობლივად განიხილება და არა ცალ-ცალკე. ეს არის აუცილებელი, რომ საქართველომ დემოკრატიის კულტურა გააძლიეროს,“-განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.
მასალის გამოყენების პირობები






