უახლოეს მომავალში თბილისში ახალ სატრანსპორტო ქსელზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყება
პოლიტიკა - 11:57, 22 Mar, 2019     953
უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა ისაუბრეს.


კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც.

„კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები კიდევ ბევრი გვაქვს ქალაქში. ამ დროს, ცენტრალურ ქუჩებზე ერთმანეთის კონკურენციაში არიან მიკროავტობუსები და ავტობუსები. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანია, რომ მოხდეს ქსელის ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იყოს აგებული არა კომერციულ ინტერესზე, არამედ მგზავრის კომფორტზე. ასევე, უფრო მეტად უნდა დაიფაროს დედაქალაქის არეალები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფრო ოპტიმალური მარშრუტები შევთავაზოთ მომხმარებლებს და მეტად იყოს ინტეგრირებული მეტროსთან, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი ხერხემალია“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდის მიღწევა შესაძლებელია როგორც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციით, ისე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით.

„უახლოეს პერიოდში ქალაქში დაიწყება რეფორმა. ეტაპობრივი გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ ქსელზე. მიკროავტობუსებს, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, რომელსაც გვაწვდის ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, აქვს გარკვეული ადგილი, მაგრამ ძალიან მცირე და ძირითადად, შიდა საუბნო დონეზე. ძირითადი ტრანსპორტი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრება და ეს იქნება ავტობუსები და მეტრო“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც თბილისში ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები.

„ალბათ ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ავტომობილით დგახარ საცობში და სპეციალურ ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება უპრობლემოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42