კრისტიან ურსე მოუწოდებს ოპოზიციისა და ხელისუფლებას პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოიყენონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნამ ბევრი გამოწვევა გამოავლინა. მათ შორისაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დისბალანსი, უარყოფითი კამპანია და სიძულვილის ენა, ასევე მედიის მარეგულირებელის როლი და საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს დღევანდელი დისკუსიაზე განხილული იქნება კონკრეტული იდეები, რომლებიც ამ საკითხების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მომდევნო არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დრო დარჩა, რაც კარგი შესაძლებლობაა იმისთვის რომ ხელისუფლება და ოპოზიცია დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, განიხილონ კონკრეტული წინადადებები და მიაღწიონ პოლიტიკურ კონსენსუსს.”-განაცხადა კრისტიან ურსემ.
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებიზე მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით და სამომავლო ნაბიჯებზე დღეს კონფერენცია იმართება. ღონისძიებას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული ესწრებიან. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იუსტიციის მინისტრი. საპრეზიდენტო არჩევნების ხარვეზებზე აპირებენ საუბარს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
მასალის გამოყენების პირობები






