პარლამენტში მისულ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშილს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ანაკლიის კონსორციუმზე კითხვა დაუსვა, კერძო, დეპუტატი დაინტერესდა, თუ როდის და რა თანხის ჯარიმა ეპატია კონსორციუმს.
„თქვენ ბრძანეთ, რომ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე რამდენჯერმე შეიცვალა სახელმწიფოსა და „ანაკლიის განვითარებისს კონსორციუმს” შორის სახელშეკრულებო პირობები არა მხოლოდ ვადების, არამედ თანხების თვალსაზრისითაც.
მართალია, სახელმწიფოც ვერ ასრულებდა ვალდებულებებს, ეს გასაგებია, ანკი როდის ასრულებს სახელმწიფო თავის ვალდებულებებს, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ, რომ „კონსორციუმს“ მთავრობისგან ეპატია ჯერ. 20 მლნ დილარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის და მერე კიდევ გარკვეული ჯარიმებიც.
კითხვა ასეთია: 20 მლნ დოლარის გარდა, კონკრეტულად როდის ეპატია ეს საჯარიმო სანქციები და რა თანხას შეადგენდა ის?“ - დაინტერესდა ჩხეიძე.
„20 მლნ დოლარი არ გვიპატიებია, გარანტია უნდა წარმოედგინა და ეს აღარ მოვთხოვეთ და ჯარიმებიც არ გვიპატიებია. ის, რაც უნდა დარიცხულიყო გადავადებების გამო, არ დარიცხულა“, - უპასუხა მინისტრმა დეპუტატს.
მასალის გამოყენების პირობები






