"ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ამ პრობლემას მოუგვარებს"- კახა კალაძე
პოლიტიკა - 11:17, 22 Mar, 2019     902
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს ამ პრობლემას მოუგვარებს. ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ძალიან ბევრი მოქალაქე გვყავს. სამწუხაროდ, 3000-ზე მეტი ოჯახია ასეთი. რამდენიმე ათეული წელია, ეს ადამიანები სახელმწიფოსგან ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს, თუმცა მათი დაკმაყოფილება ვერაფრით მოხერხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ საკუთარი საცხოვრებელი ფართები. ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ამ მიმართულებით და ძალიან მიხარია, რომ ამდენ ოჯახს გავაბედნიერებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ საკითხის დეტალები, ასევე კრიტერიუმები, რომლითაც პირველივე ეტაპზე დასაკმაყოფილებელი დაზარალებული მოქალაქეები შეირჩევა, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა.

"აქამდე არსებობდა ასეთი პრაქტიკა: ხდებოდა ზეპირი მოლაპარაკება გარკვეულ პირთა წრესთან, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ მათთვის ამ მიწის ნაკვეთების გადაცემა. მერე ეს ადამიანები ეძებდნენ მშენებელს, რომელიც ან არ მოდიოდა, ან უკვე მოსული უკან მიდიოდა. გვაქვს მაგალითები, როცა 2 წლის წინ გადაცემულ მიწებზე მშენებლობა დღემდე არ არის დაწყებული, მეტიც, მშენებელი არ ყავთ. ჩვენ გავაკეთეთ პროცესების მართვის ცოტა განსხვავებული მოდელი, წავედით ინტერესთა გამოხატვის გზით. ინტერესთა გამოხატვაზე გამოგვაქვს კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ვეკითხებით ინვესტორებს, დეველოპერებს, ვინ უფრო მეტ დაზარალებულს დაგვიკმაყოფილებს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ პროცესში არსებობს კონკურენცია, ბიჯები იზრდება, უფრო და უფრო მეტ წინადადებას დებენ დეველოპერები და მშენებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი ოპტიმალურად იყენებს მის საკუთრებაში არსებულ აქტივს დაზარალებულებისთვის. ამ პროცესის შესაბამისად, ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს 300-ზე მეტი ოჯახის დასაკმაყოფილებლად საჭირო მიწის ნაკვეთები. დასრულებული ბინები, რაც მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ჰქონდა, პირდაპირ გადავეცით დაზარალებულებს, პრინციპი კი აქ სოციალური ქულები იყო. ჩვენ გვესმის, რომ ამ მხრივ გვაქვს ძალიან ბევრი ვალი, რომელსაც დაკმაყოფილება ჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაძლებლობა, ყველა ერთდროულად დააკმაყოფილოს, ჩვენ სოციალური ქულების მიხედვით დავიწყეთ დაკმაყოფილება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42