კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა
პოლიტიკა - 09:54, 22 Mar, 2019     956

კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ნანა გასვიანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში, მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის შემდეგ, გამგეობა იქ სკვერის მოწყობას გეგმავს.

„იმის გამო რომ აღნიშული ტერიტორია იტბორებოდა, ამ ეტაპზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ამით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადავჭერით. ახლა კი იქ უკვე შეგვიძლია მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. აღიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს მოეწყობა დენდროლოგიური სკვერი. 2018 წელს, ფონიჭალაში მოვაწყვეთ ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო ფეხბურთისა და კალთბურთის სტადიონები. ამ ეტაპზე მზადდება რაგბის სტადიონის პროექტი, რომლის მიხედვითაც მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი. ამდენად, ფონიჭალის მოსახლეობას ექნება ვრცელი რეკრეაციული სივრცე სამი სტადიონითა და სკვერით“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ასევე, კალისტრატე ცინცაძის ქუჩაზე გზის პრობლემურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქე ავთო ელისაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ გზის საფარის აღდგენის სამუშაოები იქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ კალისტრატე ცინცაძის ქუჩა პრობლემურია, პირველი ეტაპის სამუშაოები ჩვენ იქ გასულ წელს ჩავატარეთ. მაგრამ რადგან აღნიშნულ ქუჩაზე გამოსაცვლელი იყო მიწისქვეშა ქსელები, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაასრულებს მიმდინარე სამუშაოებს. არსებობს პროექტი და როგორც კი გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, გზის საფარის აღდგენა დაიწყება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42