ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვასთან დაკავშირებით ცენტრი "ემპათია" სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
პოლიტიკა - 09:33, 22 Mar, 2019     871

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

"ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება, მიმართვა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს და ჟენევის დისკუსიათა ფორმატის პრიორიტეტები

2019 წლის 13 მარტიდან ცენტრმა „ემპათიამ“ დაიწყო ირაკლი კვარაცხელიას სამართლებრივი დაცვა, სამართლებრივი და საექსპერტო დეპარტამენტების ერთობლივი ჩართულობით.

ცენტრი „ემპათია“ გააცნობს საზოაგადოებას სტრატეგიას ირაკლი კვარაცხელიას ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ირაკლი კვარაცხელიას საქმის ადვოკატები საზოგადოებას გააცნობენ იმ მიმართულებებს, რომლითაც საქმის განხილვა უნდა დაიწყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ასევე ცენტრი „ემპათია“ მიმართავენ საქართველოს მთავრობას მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაგირება შემდეგ საკითხებზე:

1. გალის რაიონში მდებარე საოკუპაციო სამხედრო ბაზის პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათ პასუხისმგებლობაში მიცემა, ადამიანთა უკანონო დატყვევების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც არსებული ინფორმაციით არაერთია და არ ეხება მხოლოდ ირაკლი კვარაცხელიას საქმეს.

2. აღნიშნული ხელმძღვანელი პირების ოთხმოზორია - ტატუნაშვილის სიაში შეყვანის ინიცირება

3. ასევე ცენტრი „ემპათია“ მიიჩნევს, რომ, ზოგადად, სამოქალაქო პირების დატყვევება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის სამხედრო ნაწილების იზოლატორებში, არაადამიანურ პირობებში, უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პირინციპებს, რაზედაც საგანგებო ვიზიტის მოთხოვნით, ცენტრი „ემპათია“ მიმართავს ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს.

4. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ ჟენევის დისკუსიათა ფორმატში, ასევე ყველა საერთაშორისო ფორმატში წინა პლანზე იქნას წამოწეული ამგვარი ქმედების აკრძალვის მოთხოვნა" - აღნიშნულია "ემპათიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42