„რატომ გახდა სწორედ ახლა კონსორციუმისთვის საინტერესო ამ პროექტზე საუბარი“ - მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე
პოლიტიკა - 17:31, 21 Mar, 2019     884

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ანაკლიის პორტთან საუბრისას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა:

„ბოლო განცხადებაში ისიც მოვისმინე, რომ მთავრობამ გამოიტანა ეს პროექტებიო სამსჯელოდ, მაგრამ მინისტრის საათის ფორმატში პირველად მომიწია საუბარი ამ პროექტის დეტალებში, მანამდე ყველა ის გადავადება, ყველა ის ურთიერთობა, რომელიც კონსორციუმთან იყო, მიმდინარეობდა საქმიან რეჟიმში. მიმდინარეობდა ისე, რომ ამის თაობაზე საზოგადოებამ არც იცოდა, პირველ რიგში ალბათ ეს იყო კონსორციუმის ინტერესები. ჩემთვის, რა თქმა უნდა ის კითხვაც ჩნდება, რომ რატომ დაინტერესდა და რატომ გახდა სწორედ ახლა კონსორციუმისთვის საინტერესო ამ პროექტზე საუბარი, რატომ გახდა აუცილებელი ამ საკითხების დაკავშირება, რომლებზეც ვისაუბრებთ, მათ შორის, თიბისის საქმედ ხსენებული, მაგრამ ბატონი მამუკას და ბადრის მიმართ არსებული კითხვების დაკავშირება, ანაკლიის პროექტთან და საერთოდ რატომ გვიწევს ამ თემაზე საუბარი ზოგადად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილისთვის მიუღებელია ოპონენტების კრიტიკა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პროკურატურაში ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გამოძიება იმის გამო დაიწყო, რომ ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებას - ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის გაყვანას ვერ ახერხებს.

„ვითარება ისეთია, რომ სამწუხაროდ, კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის წარმოჩენას და იმ ვითარების, რაც პროექტის გარშემო არის ბევრად უფრო დადებითად და პოზიტიურად, ვიდრე სინამდვილეშია. რა თქმა უნდა, გასაგებია მათი ინტერესი, იმიტომ, რომ ინვესტორები არიან. ჩვენც ამას ნამდვილად ვუწყობდით ხელს, მაგრამ როდესაც არის და როდესაც წამოვიდა ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ, როდესაც წამოვიდა ისეთი ვერსიები, როგორც ბატონმა რომანმაც გააჟღერა, რომ თურმე იმის გამო, რომ გზას ვერ ვასწრებთ, ამიტომ დავიწყეთ პროკურატურაში გამოძიება და სწორედ ამის გამო მოვინდომეთ ამხელა სქემის ჩატარება იმისთვის, რომ გზას ვერ ვაკეთებთ, ნამდვილად, ასეთი სპეკულაციები პირველ რიგში აზრს მოკლებულია და მეორე მხრივ სწორედ ასეთი ვითარება, მათ შორის კონსორციუმის განცხადებები, ჩვენც გვაიძულებს, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია,“ - ამბობს მაია ცქიტიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42