საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თეა წულუკიანმა დღეს მისი გამოსვლა შეაჯამა. აღნიშნული „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეაფასა და განაცხადა, რომ წულუკიანი არის ივანიშვილის გუნდის განსახიერება:
„ადამიანები, რომლებიც აირჩიეს, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ, საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვან და დღემდე, მეშვიდე წელს ხელისუფლებაში ყოფნის, არსებობენ და საზრდოობენ სიძულვილით ოპონენტების წინააღმდეგ. შვიდი წლის მერე ხელისუფლებაში ყოფნისა, როცა მხოლოდ ეს გაძლევს ენთუზიაზმს, დარბაზიც „ქართული ოცნების“ მხარეს გამოცოცხლდა, იქამდე ტრაგიკული სახეებით იყვნენ, ეს უხარიათ. მარტივი პასუხია, იმიტომ, რომ სხვა არაფერი „გასახარებელი“ ამ ხალხს არ აქვს, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე სურათი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც საზრდოობს მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით, თან ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი წულუკიანი აკეთებს. დანარჩენი ეს მისი პერსონალური ტრაგედიაა, ასეთი სიძულვილით რომ არის სავსე, მაგრამ ქვეყნის უბედურებაა, რომ ეს ხალხი დღემდე არის ხელისუფლებაში და ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს მშვიდობიანად და არჩევნების გზით,“ - აცხადებს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






