"მოვლენები, რაც ხდება მამუკას და ბადრის გარშემო, ხელს უშლის ანაკლიის პორტის პროექტს" - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი
პოლიტიკა - 15:57, 21 Mar, 2019     803
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანი გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტორებთან ანაკლიის პორტზე მოლაპარაკებების დროს ფინანსური საკითხის დახურვისთვის 8 მთავარ პუნქტზეა მოლაპარაკებები.

ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ფინანსური საკითხის დასახურად საჭიროა, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ რვა პუნქტიანი სია დროულად შესრულდეს.

აღნიშნული პუნქტებიდან კი ხელისუფლებისთვის პრინციპულია საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიების მოთხოვნა.

„ის, რაც ბანკებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წინა კვირას გამოაგზავნეს, იყო ცოტა შეცვლილი - ნაკლებად არის გარანტიის ფორმა და არის უფრო ფინანსური ვალდებულებების ოფცია, უფლება, რომელიც ექნება მთავრობას. გარკვეულწილად კომპრომისული პირობებია მათი მხრიდან,“ - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები და დაწყებული გამოძიება, შეიძლება ჩაითვალოს ანაკლიის პორტის მიმართ ხელისშემშლელ ფაქტორად.

„ის მოვლენები, რაც ხდება ბატონი მამუკას და ბადრის გარშემო და პროკურატურის საქმე, ეს არის, რაც უშლის ხელს ჩვენს პროექტს და ჩვენ ყოველთვის ამას ვუსვამთ ხოლმე ხაზს, რომ ეს გვიშლის ჩვენ როგორც კონსორციუმს, რომელიც უკვე ოთხი წელია ჩართულია ამ პროექტში და ასევე დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ამ პროექტის აქამდე მოყვანაში. ეს არის პროექტი, რომელიც ხორციელდება კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მიზანშეწონილი და უპრიანი სტრუქტურა,“ - ამბობს ახვლედიანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42