შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“ შეუერთდა
პოლიტიკა - 15:35, 21 Mar, 2019     764

ევროპის საბჭოს ოფისმა, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.

"დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2018 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად განისაზღვრა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელება. დეპარტამენტის ერთწლიანი მუშაობის შედეგად ხელშესახები პროგრესი გვაქვს. კერძოდ, გაიზარდა გამომძიებელთა მიერ დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები. მათ, გარკვეულწილად, შეეცვალათ დამოკიდებულებები, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა ნდობა პოლიციის მიმართ. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ მომხდარ დანაშაულზე რეაგირება, არამედ მნიშვნელოვანია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება მსგავსი პროექტების განხორციელებას და უერთდება კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“, - განაცხადა ღონისძიებაზე ნათია მეზვრიშვილმა.

კამპანიის მიზანია საქართველოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებით გამოწვეული რისკების შესახებ, ასევე, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

კამპანიის პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იყო გამოფენა „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია“, რომელიც მოიცავდა ფოტოსერიებს და ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევარების ჩანაწერებს საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ.

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42