ფოთში „საქაერონავიგაციის" ახალი მეტეორადიოლოკატორი ამოქმედდა
პოლიტიკა - 15:34, 21 Mar, 2019     760

„დღეიდან საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეოგაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ეკონომიკის სამინისტრომ შპს „საქაერონავიგაციასთან" ერთად, ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით, დაასრულა ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელმაც სრულყოფილი გახადა საავიაციო მეტეოინფორმაციის მოპოვება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შპს "საქაერონავიგაციის" კუთვნილი მეტეორადიოლოკატორის გახსნის ცერემონიაზე. ფოთის მეტეორადიოლოკატორი დღეს ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში, გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ" პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო - ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში ააშენა ახალი მეტეოოფისები, სადაც განათავსა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემა და აღჭურვა ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატისა და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის. 2016 წლის ბოლოს კი თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე", ახალი მეტეორადიოლოკატორი დამონტაჟდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ" ფოთში და ქვიშიანას მთაზე განთავსებული მეტეორადიოლოკატორები ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანისგან EEC (Enterprise Electronics Corporation) შეიძინა. ფოთში დამონტაჟებული X-დიაპაზონის მაგნეტრონის მეტეოროლოგიური სარადარო სისტემის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

„საუკეთესო ამერიკული სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში დღეს უკვე ფუნქციონირებს, მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა. ახალი სისტემა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მუდმივ რეჟიმში მოვახდინოთ საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და დროული სიგნალის გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. ეს კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ეფექტიანს გახდის საჰაერო მოძრაობის მართვას საქართველოს საჰაერო სივრცეში",- აცხადებს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებზე, იძლევა მეტეოროლოგიური ელემენტებისა და პარამეტრების უამრავი მახასიათებლის დეტალური იდენტიფიცირების საშუალებას. ამ სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას.

წინასწარი მეტეოგაფრთხილების პროექტი სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქაერონავიგაციის მიერ მოპოვებული უაღრესად ღირებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელსაც იყენებს WMO (მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაცია), აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ სოფლის მეურნეობის, თავდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროებმაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42