„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაქძე აცხადებს, რომ სკანდალურ წერილთან დაკავშრებით, რომელიც შს მინისტრმა მას გაუგზავნა, ბადრი ჯაფარიძის შუამავლობა არაფერ შუაშია:
„ბადრი ჯაფარიძე და მე, იცით, რომ ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ, ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად, აქ შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ისაუბრა ბანკზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე:
„როცა მოხდა ზაფხულში ჩვენს ბანკზე კიბერშეტევა, ჩვენმა საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურმა, აღმოაჩინა არა მარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს სიგნალი იყო საკმაოდ სერიოზული კიბერშეტევა, აღმოვაჩინეთ მისამართები, IP-ის მისამართები, ქუჩის მისამართი, ოფისის მისამართი და ეს ინფორმაცია ჩვენ იმ წუთშივე გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვერ ვიტყვი გამოძიება რა ეტაპზეა. არ ვიცი მომავალში ვინ დაიკითხება, საკმაო რაოდენობა დაიკითხა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ იმედი გვაქვს, ეს თემა მალე დაიხურება, რადგან ახლოსაც არ არის არც ბანკთან, არც მენეჯმენტთან, არც ბადრისთან და არც მამუკასთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






