პარლამენტში გამოსვლისას წულუკიანმა იმ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც მასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებდნენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, წულუკიანმა ივანიშვილის სკანდალურ საქმეებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იცის, სწორედ ამიტომ ივანიშვილი ვერ ბედავს, რომ ის თანამდებობიდან გაუშვას:
„ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არაა. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ რა იცით თქვენ, ბატონ ბიძინაზე მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ, ის სიკეთეები ვიცი რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი. მე თქვენგან განსხვავებით ვიცი მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი დღეს ქვეყანაში არის ის, რომ ეს ადამიანი არის გარანტი მშვიდობიანობის, სტაბილურობისა და იმისა, რომ ჩვენ სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, რომ მის გვერდით ვიდგე , ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი, მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ.“- განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






