„ყველას უნდა უპასუხოთ თავხედობის, უტაქტო, უზრდელი ტონალობის გარეშე, გუშინ აქ თქვენი ნარცისობა ვიხილეთ“ - ადა მარშანია თეა წულუკიანს
პოლიტიკა - 13:08, 21 Mar, 2019     1142

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და შეახსენა, რომ ის არის მინისტრი და ყველას უზრდელი ტონალობის გარეშე უნდა უპასუხოს.

„მე იმიტომ კი არ მითქვამს და შემიხსენებია თქვენთვის - ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ვარ საქართველოს პარლამენტში, რომ მესარგებლა, თურმე, ამ უნიკალურობით. ეს უნიკალური ტრაგედია და უბედურებაა ჩემს თავს, ქალბატონო თეა მინისტრო. თუ თქვენ გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთაველზე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ახლა ნამდვილად ზედმეტად ემოციური განცხადება გამომივიდა.

თქვენ მე ჭკუაც რომ გასწავლოთ რაღაც საკითხებში, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან: მინდა, შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობისა და პასუხების გარეშე, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის. გუშინ აქ თქვენი ნარცისობა ვიხილეთ. თურმე, იუსტიციის დარგში თუ რამე მიღწევა ყოფილა, თქვენი დამსახურებაა, აღვნიშნე კიდეც, თუმცა თქვენ თურმე, კომპლიმენტის, შექებისა და კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ. რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი, ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე გუშინ თქვენ მთავარი გკითხეთ, აშკარად გამოჩნდა აქ, უკვე მერამდენეჯერ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ იმ უბედურებაში, რაც მივიღეთ ჩვენ ამ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ხელებს იბანთ ჩვენს თვალწინ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42