საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალურმა შემთხვევბმა, საერთო ჯამში, იკლო. ამის შესახებ მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"კრიმინალურმა შემთხვევებმა, საერთო ჯამში, იკლო. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნაში დანაშაული არ ხდება, არც იმას ვგულისხმობ, რომ ყველაფერი კარგად არის. დანაშაული ხდება, მათ შორის, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიც ხდება, თუმცა თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მიმართულებით, როგორიც არის ყაჩაღობა, შემცირებულია. მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში არ მომატებულა. მაგალითად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დაჭრის მძიმე შემთხვევები არ მომატებულა. ამ კატეგორიებში დანაშაულის კლება გვაქვს.
რაც შეეხება ზრდას, ზრდა გვაქვს ცალკეული მიმართულებებით, მათ შორის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. ძირითადად, ეს გახლავთ ქურდობა. მათ შორის გახლავთ წვრილმანი ქურდობები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი, მატება გვაქვს ოჯახურ დანაშაულში. ციფრებში მატება გვაქვს თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებზე, თუმცა ყველაფერ ამას თავისი ახსნა აქვს.
2019 წლის პირველი ორი თვის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზრდის ტემპი საკმაოდ შემცირებულია, ამიტომ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს", - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები






