სახალხო დამცველი სწრაფი და ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ვადევნებ თვალყურს, როგორ არის გააქტიურებული სხვადასხვა ფეიკანგარიშები და ბოტები, ავრცელებენ სხვადასხვა დეზინფორმაციას და ეწევიან ანტიკამპანიას კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ნამდვილად იქნება პრეცენდენტული გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაიდოს შედეგი. იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ძალიან ბევრი რამ ამ საქმის გარშემო უკვე გარკვეულია. ამიტომ ველოდებით გამოძიების შედეგებს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა მიმდინარე გამოძიებაზე და ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით რა ჩატარდა ან რა არის ჩასატარებელი, თუმცა ვფიქრობ რომ გამოძიებამ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია რა ეტაპზეა გამოძიება და ძალიან მალე უნდა დაიდოს შედეგები,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რუსთაველის 12 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ამოღებულია კომპიუტერები - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






