საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო
პოლიტიკა - 11:22, 21 Mar, 2019     751

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას - 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი.

ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ საქართველოს საზღვაო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი დირექტივების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

„საზღვაო ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა, რაც საქართველოს ამჟამად არ გააჩნია და მისი შემუშავება, თავის მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრება სწორი მიმართულებები და შემუშავდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დარგის მდგრად განვითარებას.

პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ დირექტივებზე:

- ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საზღვაო სტრატეგიის შემუშავება;

- ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/45/EC დირექტივა სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების შესახებ;

- ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/96/EC დირექტივა რომლითაც ჩამოყალიბდა სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზებული მოთხოვნები და პროცედურები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42