გიორგი ქობულიამ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ოფიციალურად გახსნა
პოლიტიკა - 11:20, 21 Mar, 2019     742

სასტუმრო „ბილტმორში" საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც ბელარუსის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ რუსისთან ერთად აღნიშნული კომისიის თანათავმჯდომარეა.

თავის მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბელარუსთან, როგორც მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორთან თანამშრომლობას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებისა და ერთობლივი საწარმოების ორგანიზების მიმართულებით.

ამ მხრივ, მინისტრმა აქცენტი გააკეთა რამდენიმე ორმხრივ პროექტზე, რომლებიც ხელს უწყობენ ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის. გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს ბელარუსში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების" ამოქმედებისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში საქართველოს სავაჭრო ცენტრს გახსნის. აღნიშნულ კომპანიას მიენიჭა საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები. გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტის განხორციელება ბელარუსის დედაქალაქში და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს ბელარუსში, ასევე დადებითად აისახება საქართველოს ცნობადობაზე, რაც ასევე პოზიტიურად იმოქმედებს ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქართულ - ბელარუსულ ერთობლივ საწარმოზე, რომლებიც საქართველოში ლიფტებს აწყობს.

კიდე ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც გიორგი ქობულია თავის გამოსვლაში შეეხო, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა იყო. მისი თქმით, ბელარუსი საქართველოს ტოპ-ოცეული ქვეყნების სიაში, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, მეთერთმეტე ადგილზეა. 2018 წელს საქართველოში ბელარუსიდან, წინა წელთან შედარებით, 43 პროცენტით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

მისალმების დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიამ ორმხრივი კომისიის წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად მომგებიანი გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42