შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 10:40, 21 Mar, 2019     693

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრესი ღირებულებებია პარტნიორობა და გამჭვირვალობა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უწყების სტრატეგიულ ამოცანად კვლავ რჩება, არა მხოლოდ საგადასახადო კანონდარღვევათა ადმინისტრირება, არამედ მათი პრევენცია. „შემოსავლების სამსახური არ არის დაინტერესებული ბიზნესი შეამოწმოს იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი დაჯარიმება ან სხვა ღონისძიებების გამოყენება. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ რისკებზე დაფუძნებული მიდგომები, მოგვცემს პრევენციის საშუალებას და კერძო სექტორი შეძლებს კანონის ფარგლებში აწარმოოს სწორი საბუღალტრო საქმიანობა და ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი თქმით, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას და მათთვის გადასახადების გადახდის მნიშვნელობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. როგორც მან განმარტა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასაწავლებელთან და ყოველ წელს ახორციელებს როგორც შემეცნებით, ასევე საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს.

შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის ოფოციალური ვებგვერდის განახლების გეგმებზეც ისაუბრა. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ წრეებთან, ორმხრივი ინფორმაციის დროული გაცვლის შესაძლებლობა გვქონდეს. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ ინტერნეტ-საიტია. ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალში ის გაცილებით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იყოს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის“ ,- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილიც ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრას ათი კომპანიის, კერძოდ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA), საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციისა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42