ანაკლიის პროექტი და მასთან დაკავშირებული შესაძლო რუსეთის ინტერესები - ოპოზიზია მაია ცქიტიშვილისგან განმარტებებს ითხოვს
პოლიტიკა - 09:50, 21 Mar, 2019     816
პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მივა.

ცნობილია, რომ მინისტრი ყურადღებას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაამახვილებს.

ოპოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რუსულ ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას და კითხვების დასმას მინისტრისთვის ამ კუთხით აპირებს.

"რა ალტერნატიულ ინვესტორებზე არის საუბარი, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ეს პროექტი განხორციელდება, მაგრამ სხვა ინვესტიციების გზით, იმიტომ რომ მე პირადად ეჭვი მაქვს, რომ ამ ინვესტორების უკან იდგება რუსული ინტერესები,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" ხელისუფლების მხრიდან პროექტის ჩაშლის სურვილზე ამახვილებენ ყურადღებას.

"სახელმწიფოს ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივად გამოხატულიყო ინტერესი ამ პროექტის განხორციელების, მიმართულია ამ პროექტის ხელის შესაშლელად, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს,"-აცხადებს ოთარ კახიძე.

ეკა ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრმა ყველა კითხვას სრულფასოვნად გასცეს პასუხი.

"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, არის ეს ერთგვარი პირდაპირი თუ არა ირიბი ბმა თიბისი ბანკთან დაკავშირებულ საქმესთან დაკავშირებით, აქ მაინც კითხვებმა უნდა ამოწუროს და პასუხებმაც ნათელჰყოს, ხომ არ დგას რაიმე კითხვის ნიშანი ამ პროექტის განხორციელების ტემპს ან ვაების ან მისი შედეგის თვალსაზრისით,"-აცხადებს ეკა ბესელია.

კითხვები ექნებათ უმრავლესობის წევრებსაც.

"ჩვენ გვექნება კითხვები ვადებთან დაკავშირებით, გვექნება კითხვები მოზიდულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, გვექნება კითხვები ტვირთბრუნვებთანდაკავშირებით,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42