"რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს?" - ბოკუჩავას თქმით, წულუკიანი ივანიშვილს სკანდალური საქმეებით აშანტაჟებს
პოლიტიკა - 21:14, 20 Mar, 2019     1000
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს, რადგან ის ისეთი სახის ინფორმაციებს ფლობს, როგორიცაა ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა, "რუსთავი 2" -ის საქმე და ვანო მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გამოყვანა:


„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ნომინალურ პრემიერს მამუკა ბახტაძეს თქვენ არ დააშანტაჟებდით, თქვენ აშანტაჟებდით ბიძინა ივანიშვილს და მაღალი ალბათობით თქვენ ფლობთ ინფორმაციას რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის რეჟიმის გავლენის შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დააშანტაჟოთ ქვეყნის მთავარი მმართველი იმიტომ რომ ფლობთ ინფორმაციას მათ შორის იმაზე თუ როგორ გაიყვანა თქვენმა დანიშნულმა ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ საკნიდან ვანო მერაბიშვილი.

თქვენ ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ როგორ გაიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. ფლობთ ინფორმაციას მათ შორის შესაძლოა ეროსი კიწმარიშვილის ძალიან ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები როგორ უნისონში მოქმედებდნენ იმისთვის რომ ივანიშვილს ხელში ჩაეგდო "რუსთავი 2". როგორ „ალაგებს“ საქმეებს უჩა მამაცაშვილი. აი ამიტომ ვფიქრობთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებამ იცოდეს და საზოგადოების მიმართ მინიმალური პატივისცემა რომ გქონდეთ, დიახ, გააჟღერებდით თუ რა საბაბი გაქვთ იმის, რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს, რის გამოც თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის მთავარი მმართველი, მაფიოზი შეიძლება ითქვას აშანტაჟოთ პირდაპირ ეთერში.“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42