„ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარო და არ წავალ ჯარშიო... ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია“- წულუკიანს სესიაშვილის კანონპროექტი მოწონს
პოლიტიკა - 19:45, 20 Mar, 2019     1048
თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ კანონი ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამო იქნებოდა, თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ერთ დონეზე არ დააყენებდა მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს. წულუკიანის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ფიქტიური მიზეზით, ოკუპირებულნ ქვეყანაში სირცხვილია.


„საუბარია, ხომ არ არის დისკრიმინაციული, ანუ შეუსაბამო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. ვფიქრობ, ის კონფესიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ასევე სხვები წარმოადგენენ, სახელებს არ ვიტყვი, წარმოადგენენ აქ, ის კონფესიებია, რომლებიც არის ე.წ. ტრადიციული კონფესიები. ყველა ამ ეკლესიას, ჩვენსას და კონფესიებს, აღმსარებლებს, არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახალშექმნილ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს კანონით და თქვენც იცით, რეალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით. ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარო, თუ რომელიღაც ორგანიზაციის და არ წავალ ჯარშიო. ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია, მაგრამ თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა, იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა, მაგრამ ეს ჩემი აზრია და რაკი მე მეკითხებით, მე გპასუხობთ.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა პარლამენტში გირჩის ლიდერთან, ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა, იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ზოგადად სხვადასხვა პრობლემაა.

„ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ ისარგებლა კანონით და პოლიტიკური დემარშისთვის თქვენ იცით ალბათ, რომ მან დაირქვა გირჩი და დღეს მას ჰქვია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ეს მისი სურვილი იყო და მე არ მქონდა უფლება, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემას, რომ ამაზე მეთქვა, ნუ აკეთებ ამას, ეს არ შეიძლება... ეს რამდენად მოსწონთ მის შთამომავლებს, მე არ ვიცი, მაგრამ კანონი უშვებს ასეთ აბსურდებსაც და დღეს ადამიანს ჰქვია, რაც ჰქვია.“- განაცხადა თეა წულუკიანმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42