ხელისუფლების უმოქმედობა ჰააგის სასამართლოში და რუსეთის ინტერესები - თეა წულუკიანმა ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა
პოლიტიკა - 19:32, 20 Mar, 2019     1143
ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილი განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ჰააგის სასამართლოში რუსეთის ინტერესებს ემსახურება, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას უპასუხა. წულუკიანის თქმით, ის თავის მართლებას არ აპირებს, ამ განცხადებების ავტორებს კი მსგავსი ბრალდებების გაჟღერების გამო უნდა სცხვენოდეთ:


„„თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, არ უნდ იკადროს. თქვენ დამადანაშაულეთ, თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, გრცხვენოდეთ, გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ასეთ უკადრებელს არ უნდა კადრულობდეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებში. მათ შორის, ისიც ახსოვთ არაერთი მათგანი სამწუხაროდ, რუსეთმა რომ მოგვიკლა, როგორ მიატოვეთ და გამოიქეცით ისე, რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში. ნუ იკადრებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ, რადგან ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მე თქვენი ნებართვით, არ დავყოფ ამ დარბაზს იისფრებად და წითლებად, პატრიოტებად და ლიბერალებად, კონსერვატორებად და სოციალისტებად, ეს არის ქართული საქმე. მე მეკითხებით, მე გპასუხობთ ჩემს პასუხს. მომისმინეთ, მოგწონთ არ მოგწონთ ეს არის ჩემი პოზიცია, მთავრობის პოზიცია, რადგან ამ მთავრობის ერთი რიგითი მინისტრი გახლავართ. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება მიდის, როგორც ქალბატონი ბენსუდა ამბობს, სწრაფი ტემპით. მე ამაზე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ, შემოდის შუამდგომლობები, რომ მისი გამომძიებლები დავაკონტაქტოთ სხვადასხვა მოწმეებს. მოწმეების ვინაობის გამხელის უფლება ამ ტრიბუნაზე არ მაქვს. ჩვენ ვეთანამშრომლებით ბენსუდას უწყებას არა იმისთვის, რომ ქართული ინტერესი დაზიანდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა დავამტკიცოთ. ვეთანამშრომლებით, რათა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მოკვიდნება დავამტკიცოთ. საჭიროა სამართლებრივი დოკუმენტი დავიჭიროთ ხელში, ისეთი როგორიც გვიჭირავს დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის ნაწილში და როგორც ხელში გვქნება ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ეს იქნება პირველი სასამართლო დოკუმენტი, რომელიც თქვენ თუ დაბრუნდებით ხელისუფლებაში, თქვენ გამოიყენებთ, თქვენ თუ ვერ დაბრუნდებით და ქალბატონი ადა გახდება იუსტიციის მინისტრი, ის გამოიყენებს, თორემ მე აქ 2020 წლის შემდეგ არ ვიქნები.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42