"რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა?"- ვატო შაქარიშვილი გუნდს უპირისპირდება
პოლიტიკა - 17:19, 20 Mar, 2019     2999
"ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი მოსამართლთა საკითხზე საკუთარ გუნდს უპირისპირდება და ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

„სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მოდით ერთად ვნახოთ - რა შევუკვეთეთ (2012 წელს) და რა ჩამოვიდა?

პირველი მოსმენით მოწონებული (კობახიძის კაბინეტის) კანონპროექტით უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი,“ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა, აი, ვნახოთ - უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5-წლიანი გამოცდილება (მეთოფიშვილების დანიშნული); ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5 წლიანი გამოცდილება და მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი (ეს პერიოდი კი მოიცავს სააკაშვილის მმართველობას).

უზენაესის მოსამართლეები კვლავ თავისუფლად შეიძლება გახდნენ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და მეთოფიშვილი - პროექტის მიხედვით, საბჭოს წევრი შესაძლოა იყოს მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ ის კენჭისყრის დროს საკუთარ თავს ხმას ვერ მისცემს.

მეთოფიშვილების შერჩეულ კანდიდატებზე ინფორმაცია კონფიდენციალურია და მეთოფიშვილებსვე აქვთ ექსკლუზიური წვდომა - 34 (2) მუხლის მე -3, მე-4 ნაწილებით ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად ცხადდება და მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა წარედგინოს. ამავე მუხლის მეათე ნაწილით დალუქული ინახება 3 წლის განმავლობაში.

ამ ყველაფრის ფონზე, ვერავის ვთხოვთ, ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც მოცემული კრიტერიუმებით, ერთი მხრივ, არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორე მხრივ კი, კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ყოველდღიურად იკლებს ნდობა.

P.S. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს ლოგიკა ცუდების გაკარგებაზე, ამ თეზისის ავტორს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა! მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალს, კეთილსინდისიერებას და კანონს!

მოსამართლის პროფესია, ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არის სისტემაზე დამოკიდებული და ყველაზე მეტად არის ინდივიდუალური.

მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი... სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება!“ - აცხადებს შაქარიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42