,,აღსრულებისა და გადახდისუუნარობის მიმართულებით მასშტაბური რეფორმები დაიწყება“ - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 15:59, 20 Mar, 2019     987
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გადახდისუუნარობისა და აღსრულების ახალი კოდექსების პროექტების წარდგენა მოხდება. თეა წულუკიანის შეფასებით, ეს იქნება ძირეული და მასშტაბური რეფორმა, რომელიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს.

,,ძირეული, მასშტაბური რეფორმის პროექტი პრაქტიკულად მომდევნო კვირებში თქვენს წინაშე იქნება წარმოდგენილი. დღეს მოქმედებს უკვე მოძველებული კანონი გაკოტრების შესახებ, გადახდისუუნარობის პროცედურა საჭიროებს რეფორმას და ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ კანონს, რომელიც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ. ამ კანონპროექტს ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე, მითუმეტეს ისინი, ვინც ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართული. ასევე უახლეს დღეებში თქვენს წინაშე წარმოვადგენთ აღსრულების სრულიად ახალ კოდექსს“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, სადაც ის მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოვიდა.

თეა წულუკიანმა Doing Business-ის რეიტინგში გადახდისუუნარობისა და კონტრაქტების აღსრულების კუთხით საქართველოს სწრაფ წინსვლაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით: ,,მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუუნარობის დიდი რეფორმა უახლეს კვირებში იქნება წარმოდგენილი თქვენს წინაშე და მანამდე გადახდისუუნარობა რჩება იუსტიციის სისტემის აქილევსის ქუსლად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ამ მიმართულებით პოზიციის გამყარება. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში 109-ე ადგილზე იყო, დღეს კი ვართ მსოფლიოში მე-60 და თუკი ამ რეფორმას თქვენი მხარდაჭერა ექნება, ვვარაუდობთ, რომ 2020 წლისთვის აქაც უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი ნახტომი ბიზნესის შეფასების ნაწილში“.

მინისტრმა ხაზი გაუსვა აღსრულების ეროვნული ბიუროს დამსახურებას Doing Business-ის რეიტინგში კონტრაქტების აღსრულების ნაწილში საქართველოს დაწინაურებას. ,,ჩვენ ასევე დიდი წინსვლა გვაქვს კონტრაქტების აღსრულების ნაწილში, რაშიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ლომის წვლილი მიუძღვის. თუკი 2012 წელს საქართველო კონტრაქტების აღსრულების კუთხით 41-ე ადგილზე იყო, დღეს ჩვენ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზე ვართ“ - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42