„მოსამართლეების კლანად ფორმირება ივანიშვილის მიერ მოხდა, ისინი არაფრომალური მმართველის მარიონეტები არიან“ - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 15:35, 20 Mar, 2019     666
საპარლამენტო ფრაქციის ''ნაციონალური მოძრაობა'' თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეები არაფორმალური მმართველის მარიონეტები არაიან.

''დღეს, რაც სასამართლო სისტემაში ხდება უკვე ნათელია ყველასთვის, ის ჩამოიშალა, არ არსებობს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და მას მართავს სასამართლო კლანის მეშვეობით ერთი ადამიანი, რომლის ხელშიც ისაა უმნიშვნელოვანესი ბერკეტი რეპრესიული პოლიტიკის გატარების.

პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმაც დააჩქარა სრული ლუსტრაცია, ფარდა ახადა სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს, გამოაშკარავა ყველა ის დანაშაული, რაც 7 წლის განმავლობაში ამ სისტემაში ხდებოდა, ამის შედეგია გუშინ და დღეს რასაც ვხედავთ - ქართული ოცნების მონოლითური გუნდის დაშლას.

სასამართლოს საკითხი არაა მხოლოდ იურიდიული კუთხით დასანახი, სამწუხაროა, რომ 7 წლის მერე მივხვდით, თუმცა ოპოზიცია ყოველდღე ვსაუბრობდით ამაზე” – განაცხადა გოცირიძე.

დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებითაც გვენეტაძის თანაშემწის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო არის „რეპრესირებული პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“.

„უპრეცედენტო რამ მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ თუ სასამართლო ისტორიიის განმავლობაში.

ქალბატონი გვენეტაძე ისე გაქრა, არავინ იცის სადაა და რა მოუვიდა, არავისთვისთვის უთქვამს რატომ მიდიოდა საერთოდ. მათ შორის პრეზიდენტი მარგველაშვილიც არ საუბრობდა იმაზე თუ რა მოუვიდა მას, მაშინ როდესაც მისი პასუხისმგებლობაცააა. ახლა გავიგეთ მისი ყოფილი თანაშემწის ენით მედიიდან, რომ კლანის მიერ მიდიოდა მასზე ზეწოლა და თურმე ფიზიკური ანგარიშწორების საფრთხეც კი ემუქრებოდა. კვლავ ფარდაა ჩამოფარებული ამ ისტორიასთან დაკავშირებით.

ხშირად მოვიხსენიებთ მოსამართლეეებს კლანად, ეს არის რბილი შეფასება მათი საქმიანობის, ნუ წარმოვადგენთ დემონებად, რომლებსაც თურმე მძევლად ჰყავს აყვანილი პარლამენტი და დღის წესრიგს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა ესააა კლანი, რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავს, მაგრამ მათი ამ ფორმით ორგანიზება არაფორმალური მმართველის მიერ მოხდა, რათა შემდეგ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. ისინი არაფორმალური მმართველის მარიონეტები არიან.

ვანო ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები არიან შიკრიკები, სასამართლოდან შუშის სასახლემდე და პირიქით.

სასამართლო არის რეპრესირებული პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. აქეთ არის შსს - ვხედავთ გამოუძიებელ საქმეებს და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას, იქით არის სუსი, რომელსაც 7 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში არ დაუკავებია და მისი მთავარი ამოცაანააა პოლიტიკური პარტიების მოსმენები, დევნა და არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების უზრუნველყოფა, და სასამართლო ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი, რომელიც არის საბოლოო ინსტანცია რეპრესიებისა, ვინაიდან სასამართლოს მართვა ნიშნავს იმას, რომ გამოყენებული იქნას არჩევნებში და არასდროს ობიექტური არჩევნები არ ჩატარდეს, ნებისმიერი საარჩევნო დარღვევის გასაჩივრებისას სასამართლო ყოველთვის გაამართლებს, ასევე პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იქცევა სასამართლო ამ მიმართულებით, ასევე ფულთან დაკავშირებული საკითხები - ბიზნეს დავების გადაწყვეტა და ვხედავთ რა საშინელი გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ უცხოელ ინვესტორებთან დაკავშირებით, თუნდაც თიბისი ბანკთან დაკავშირებით, თქვენ რომელიმეს გაქვთ ილუზია, რომ სასამართლოში რამე გაირკვევა, არ გაირკვევა და სწორედ ამიტომ ხდება მორიგება/გარიგება თიბისი ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის.

აშშ-ის სავაჭრო პალატამ სია გამოაქვეყნა იმ ბიზნეს ორგანიზაციების, რომლებიც სასამართლო სისტემის მიერ არიან რეპრესირებულნი.

საბოლოო ჯამში მთავარი მიზანია პოლიტიკური რეპრესიების გამფორმებელი იყოს სასამართლო.

მინდა აღვნიშნო ყველა, ვინც სასამართლოს მხილებაში დადებითი როლი ითამაშა და დღეს არის მცდელობა გაუმჯობესდეს ეს კანონი, მათ შორის ევროპული საქართველოს ინიციატივა, ისევე როგორც სხვა მოსამართლებების მხრიდან ალტერნატიული კანონპროექტების შემოტანა“ -განაცხადა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42