სკანდალი: ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ მამალაძის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ
პოლიტიკა - 15:23, 20 Mar, 2019     1096
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, პოლიტიკური პარტიის - „კანონი და სამართალი“ აღმასრულებელი მდივანი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ. ამასთან, რამიშვილი ამბობს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუკი მამა გიორგი მამალაძე საპატიმროში დარჩება, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს კითხვის ნიშნები რადგანაც არსებობს, სხვა პირობებში უნდა იყოს იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება, ყველაფერი ეს ფატალურ შედეგამდე მივიდეს. მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ, როგორ იძულებით, მოტაცებით გადმოიყვანეს კლინიკიდან მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და მათი მხრიდან იყო იმის ახსნა, რომ თურმე, სახელმწიფოს არ გააჩნია იმხელა შემოსავალი ბიუჯეტში, რომ აღნიშნული მდგომაროება ყოფილიყო სამოქალაქო სექტორში, ანუ საავადმყოფოში.

რეკომენდაცია უკვე სავალდებულოა მათთვის, რომ კეთილი, ინებონ და მამა გიორგის ყველანაირი პირობა შეუქმნან და გადაიყვანონ ქალაქში, რომელიმე კლინიკაში. თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანის ქვეშ არის, რამდენად ბუნებრივი იყო ინსულტი. ყველაფერი შესაძლებელია, მე დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, არ ვამტკიცებ, მაგრამ დასაშვები და შესაძლებელია,“ - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძე გუშინ მისმა ძმამ მოინახულა. თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზს დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია.

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, სადაც დეკანოზი ამჟამად იმყოფება, არსებული დიაგნოზით მკურნალობა შეუძლებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42