საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინციატივას სახმედრო სავალდებულპო სამსახურთან დაკავშრებით, მუფის მოადგილე დისკრიმინაციულს უწოდებს.
საუბარია ინიციატივაზე, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში მართლამდიდებელი მღვდელმსახურების გარდა ყველა რელიგიური კონფესიის წარმოადგენლის გაწვევას გულისხმობს.
ადამ შანთაძის განცხადებით, სავალდებულო გაწვევა გამონაკლისების გარეშე ყველა რელიგიის წარმომადგენლეზე უნდა გავრცელდეს.
„არც ის არ არის პრობლემა ჩვენი მუსლიმი მოქალაქეებისათვის, თუ ეს სავალდებულო იქნება და ამაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ კანონი თანაბრად ავალდებულებდეს ყველას მსახურებას და თუ რაიმე პრივილეგიებს და შეღავათებს ითვალისწინებს, შეღავათებიც თანაბრად ვრცელდებოდეს მოცემულ შემთხვევაში ყველა რელიგიური გაერთიანებების მხრივ და არ აღიქმებოდეს დისკრიმინაციულად და არ იყოს დისკრიმინაციული მიდგომა,“- განაცხადა შანთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






