ამერიკის შეერთებული შტატები ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზე საუბრობს და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინიციატიავს მის ჩანაცვლებასთან დაკავშრებით იწუნებს. აშშ-ის ადმინისტრაციაშ აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რა ფორმატზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. ამერიკელი პოლიტიკოსების აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლოდროინდელი მკვლელობები და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხები საერთაშორისო დონეზე აქტიურად უნდა განიხილებოდეს:
„სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. ეს ხაზს უსვამს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჰეზერ ქონლიმ ახსენა, რომ არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესი. სამწუხაროდ, ეს არის მაგალითი, როდესაც აფხაზეთის მმართველებმა და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა დაღუპულის ოჯახს პასუხი უნდა გასცენ.
ჩემი აზრით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ის იბრძვის გზების მოსაძებნად იმ საკითხებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი დგას. ჩემთვის არ არის ნათელი, ვის ჩართავს ის ამ ტიპის დიალოგში, თუმცა ჩვენ გვაქვს უწყვეტ რეჟიმში მოლაპარაკებები როგორც თბილისში, ასევე - ვაშინგტონში და მოხარულები ვიქნებით, განვიხილოთ საქართველოს მთავრობასთან, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვები, თუ რა მხრივ შეგვიძლია დახმარება, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს და საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს,“- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯორჯ კენტიმ.
მასალის გამოყენების პირობები






