„ზურაბიშვილის განცხადებები ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეა“ - ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა
პოლიტიკა - 12:49, 20 Mar, 2019     1006
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ომის შსახებ გაკეთებულ განცხადებებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს, რადგან დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის რანგში გაკეთებული განცხადება, რომ მიხელ სააკაშვილმა ცხინვალი და მოსახლეობა დაბომბა, მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს.

სამადაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ინტერესებშია ჟენევის ფორმატის გაუქმებაც. სწორედ ამ ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ.

"საქართველოს უკვე პრეზიდენტის განცხადება, რომ ერთის მხრივ, ქართულმა მხარემ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მეორეს მხრივ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, შეიძლება, საერთოდ, მოითხოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით შექმნილი საერთაშორისო მოლაპარაკებების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის შესაძლებლობა.

ეს შესაძლებლობა შეიძლება, გამოიყენოს რუსეთმა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და მე ვფიქრობ, რომ ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, უკვე პრეზიდენტის რანგში, ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ საფრთხეს, რომ დროა, ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

მე ვფიქრობ და არ მაქვს იმედი, რა თქმა უნდა, იმედი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში იქნება შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, მაგრამ მომავალში, როცა პოლიტიკური სიტუაცია იქნება შესაძლებელი, ვფიქრობ, ის საკუთარი განცხადებებით საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42