„ინსტიტუტი, რომელიც ყველ წელს ჭამს ხალხის ფულს 25 მილიონი ლარის ოდენობით, ვითომც არაფერი და იღებს სახელმწიფოსგან უძრავ ქონებას მიწებისა და ფართის სახით და ყიდის ყველაფერს დაწყებული ჯვრით და დამთავრებული არყით - ეს ხალხი და ინსტიტუტი რომ ვიღაცის მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს უბრალოდ სასაცილოა. ოკუპანტთან ჩახუტებულები არიან, მათ შორის სასულიერო განათლება, თუ ვინმეს რამე განათლება აქვს, მიღებული აქვთ მოსკოვში და ეს ხალხი მოტრიალდება და ჩვენზე იტყვის, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საპატრიარქო მხარს უჭერს სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების პრაქტიკას. ამასთან საპატრიარქოს თქმით, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რომ ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული „ფსევდორელიგიური იურიდიული პირების“ მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






