„გამოჩნდნენ ძმები „გრეჩიხები“, ბესელიაც მაგათთან ყოფილა... ივანიშვილის ფულის პერსპექტივა აქვთ“ - გივი სიხარულიძე
პოლიტიკა - 11:47, 20 Mar, 2019     2904

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ეხმაურება დავით მაღრაძის ინიციატივას, გააცოცხლოს მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ და ძველი თანაგუნდელები შემოიკრიბოს.

"ხალხი დაიღალა ამდენი მასხარაობით. საიდან იგონებენ ამ სახელებს - „იმედი“, „ოცნება“, ახლა „დაიცავი საქართველო“. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ტყუილად ხალხს ნუ ასულელებენ.

„ეს მესამე ძალა იქნება, არა, თურმე, მოუთმენლად რომ ველოდებით... შემდეგ გამოჩნდება მეოთხე, მეხუთე და ასე დაუსრულებლად.

„ეს ყველაფერი მე უაზრო კომედიებად მეჩვენება, ახლა გამოჩნდნენ ძმები „გრეჩიხები“. რახან ეგენი შედიან ამ მოძრაობაში, სწორედ მაგათი იმედი მქონდა, ბესელიაც მაგათთან ყოფილა...

„მე არცერთი პარტიისა და მოძრაობის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ნებისმიერ პარტიას, რომელიც დღეს არის ან მომავალში შეიქმნება, უნდა ჰქონდეთ ის ძრავა, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს. რა პერსპექტივა, რის პერსპექტივა... ივანიშვილის ფულის პერსპექტივა აქვთ და ყველა იქნება ივანიშვილის პარტია.

„მაგათი ეროვნულობა როგორ დავიჯერო... ყველას კარგად ვიცნობ, ბიძინას ფულის მაძიებლები არიან და ხალხს ტყუილად აბითურებენ. საქართველოში ერთი ძალა არსებობს - ივანიშვილის „მაყუთი“.

„ამ მოძრაობის ლიდერი დავით მაღრაძე კი უჭკვიანეს კაცად მიმაჩნია და არ გამიკვირდება, ძალიან ცოტა ხანში პრეზიდენტად, პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ რომ მოგვევლინოს. მაგარი ჭკვიანი კაცია და ძალიან მაგრად აბითურებს ყველა მთავრობას. ვენაცვალე, ასე გააგრძელოს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ მსახიობი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42