"საქართველო ინვესტორების სასაფლაოა" - "აიკონია კაპიტალის" დამფუძნებელი მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 18:57, 19 Mar, 2019     1734
„მე ვთქვი, საქართველო არის ინვესტორების სასაფლაო, რომელიც თავს აჩვენებს ბიზნესის უტოპიად,“ - ეს განცხადება ამერიკული აიკონია კაპიტალისდამფუძნებელმა, ედვარდ ჩარიმ, კურიერთან ინტერვიუში გააკეთა.

კომპანია საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

ბიზნესმენის თქმით, კორუფციითა და უკანონო გადაწყვეტილებებით კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს მის ჩასაძირად. მისი განცხადებით, ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო.

ედვარდ ჩარის განცხადებით, ის დეველოპერული პროექტი, რომლის განხორციელებასაც თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, გეგმავდა, ჩაიშალა.

„აიკონია კაპიტალი არ არის პირველი და არც უკანასკნელი, ვისაც კაპიტალი და ყველაფერი წაართვეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება თამამად მოუწოდებს ინვესტორებს, აქ ჩამოვიდნენ და ინვესტიცია განახორციელონ. ჩემი მიზანია, მათ იცოდნენ, რა მძიმე რეალობის წინაშე დადგებიან, რადგან ვისთანაც დაპირისპირება მოუწევთ, ეს არ იქნებიან უბრალო ადამიანები. ისინი არაფრად აგდებენ კანონს, მის უზენაესობას და საერთოდ არაფერს. ჩემი საქმით დამტკიცდა, რომ აქ ინვესტორის დაცვა შეუძლებელია და არანაირი ხელსაყრელი გარემო არ არსებობს. ჩემი მიზანია, ეს ისტორია ყველას გავუზიარო. დიახ, მე გეუბნებით, რომ არ არის აქ უსაფრთხო ფულის ჩადება და ასე იქნება, ვიდრე მთავრობას არ ეცოდინება, როგორ მოექცეს ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში მილიონების დახარჯვას გეგმავს,“ - განაცხადა აიკონია კაპიტალის დამფუძნებელმა, ედვარდ ჩარიმ.

ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის და აპირებს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონი დოლარი მოითხოვოს.

„ჩვენ გავიარეთ ყველა სასამართლო ინსტანცია და დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანაში სამართლის ძიებას აზრიც კი არა აქვს. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჩვენ შევხვდებით საერთაშორისო არბიტრაჟში, სადაც მე უკვე ვიჩივლე და 4 წლის განმავლობაში დახარჯული რესურსის, თანხის და უმძიმესი დღეების სანაცვლოდ, ვთხოვ 10 მილიონით ანაზღაურდეს ზიანი, რომელიც მე მომადგა. მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ, როდესაც ისინი წააგებენ, ამ ფულს სწორედ იმ უბრალო მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოიღებენ, რომლებსაც ასე უჭირთ ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ედვარდ ჩარიმ.

ამერიკელ ბიზნესმენს კურიერი მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ბიზნესზე ზეწოლის შესახებ სტატია გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნდა, სადაც ედვარდ ჩარი მისი კომპანიისთვის შექმნილ პრობლემებზე მიუთითებს.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42