ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომი, აიკონიაკაპიტალის ბრალდებებს ეხმაურება.
სესილია მალმსტრომის თქმით, სტატიის შინაარსს არ იცნობს, თუმცა ამბობს, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია, ჰქონდეს კარგი ბიზნესგარემო.
მისივე თქმით, საქართველოში ინვესტორმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს.
„სტატია არ წამიკითხავს, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია, ჰქონდეს კარგი ბიზნესგარემო. საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა, თუმცა იმისთვის, რომ ინვესტორებმა თავი დაცულად იგრძნონ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. უნდა იყოს ძლიერი გამართული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, გამჭვირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. უნდა შესრულდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნა. სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენ ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა სესილია მალმსტრომიმ.
ამერიკული აიკონია კაპიტალი საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.
მასალის გამოყენების პირობები






