„აიკონია კაპიტალი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრია. ის ერთ-ერთია იმ 21 კომპანიიდან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ზეწოლის ქვეშ არიან. ეს ამერიკული ინვესტიციაა, რომელიც სამშენებლო ბიზნესს აწარმოებდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. მათ აფერხებდა ყველა და ყველაფერი, სახელმწიფო სტრუქტურებმა კომპანია სერიოზულად დააზარალა, რაც ძალიან სამარცხვინოა. დღეს ვნახეთ სტატია, რომელიც გავლენიანმა ევროპულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. ამას ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს რეპუტაციაზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს ბევრმა კომპანიამ დაიწყო საუბარი, რაც საქართველოს რეპუტაციას მოკლე ვადებში დააზიანებს. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გაიღვიძებს და შეწყვეტს ბიზნესის შევიწროებას, ზეწოლას, დაშინებას და განადგურებას. ეს უნდა შეწყდეს! ასე გაგრძელება არ შეიძლება,“ - განაცადა ფადი ასლიმ.
ამერიკული აიკონია კაპიტალი საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.
მასალის გამოყენების პირობები






