„დეპუტატებს ვთხოვეთ, რომ მოსულიყვნენ და თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ,“ - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მან უარყო მისივე თანაგუნდელის, მათიკაშვილის განცხადება რომ დეპუტატებს ღილაკები აერიათ და თქვა, რომ გუნდმა მობილიზება ვერ შეძლო.
„არანაირი ღილაკი არ არევია არავის, ახლა ნუ გადათარგმით ასე. ღილაკი კი არ აერიათ, იყო გაურკვევლობა, რომ ზოგმა ჩათვალა, რომ არ იყო საჭირო ხმის დაფიქსირება, რადგან გადაყენებაზე იყო და ა.შ. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მობილიზაციაც არ იყო შესაბამისი. ჩვენ ჩვენი მინუსი იმ შემთხვევაში ჩვენ თვითონ უნდა ვთქვათ - შესაბამისი მობილიზაცია არ იყო და როცა იყო შესაბამისი მობილიზაცია, სანამ არ იყო უფრო სწორად, მანამდე ბატონი ზვიადი არ გააყენა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






