საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სავალდებული სამხედრო სამსახურის შესახებ, შეცერებულია და აღნიშნულს „გირჩი“ გამოეხმაურა.
კანონპროექტის მიხედვით, სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვეღარ გათავისუფლდებიან, თუმცა, ეს შეზღუდვა არ შეეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.
ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ განცხადებებში უფრო თავშეკავებულები იყვნენ.
„პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს ოპოზიციურობაზე, მინიმუმ, მოეთხოვება თავშეკავება. ხოლო, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს იმაზე, რომ ის არის პროდასავლური პოლიტიკური ძალა, მეტიც, მოეთხოვება მხარდაჭერა ასეთი რელიგიური ორგანიზაციის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გირჩმა ასევე გამოქვეყნა ორი მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატების სია, რომლების შვილებსაც მიუვიდათ გაწვევა, თუმცა, ჯარში არ წასულან.
"სხვადასხვა ლიდერები გამოდიან საჯაროდ და პოზიციონირებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას, მოუწოდებენ, რომ ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების შვილები და ოჯახის წევრები წავიდნენ და იყვნენ სადღაც, ყარაულში მაშინ, როდესაც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიცვან საკუთარი ოჯახის წევრები ამ სისტემისგან. ამიტომ ჩვენ ორი დღის წინ გამოვაქვეყნეთ სია ამ მოწვევის პარლამენტის და წინ მოწვევის პარლამენტის წევრების და ქართული ოცნების მინისტრების, ვისზეც მოვიპოვეთ ინფორმაცია, ვისაც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელსაც უწევს ან უწევდა სავალდებულო სამხედრო სამსახური და არ გაუვლია,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






