გიორგი ქობულია ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა
პოლიტიკა - 16:07, 19 Mar, 2019     960

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, აგრეთვე ის შესაძლებლობები, რომელსაც ქართული კომპანიები მიიღებენ მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შემთხვევაში.

„ჩვენ დღეს ძალიან შედეგიანი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ შესაძლებლობები იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართულმა კომპანიებმა მეტი პროდუქცია გაყიდონ ევროკავშირის ბაზარზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ქართველი მწარმოებლების წინაშე დღეს ბარიერს წარმოადგენს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. „ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებს დახმარებას, რომ ჩვენმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ხარისხის იმ სტანდარტებს მიაღწიოს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე დასაშვებად. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ადგილობრივ მეწარმეებთან, მივაწვდით სათანადო ინფორმაციას და დავეხმარებით წარმოებული პროდუქციის ევროპის ბაზრებზე გასატანად," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკომისართან განიხილა, საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის ეფექტურობის ამაღლებას შეეხებოდა. „ჩვენ უნდა ავამაღლოთ საქართველოს ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ეფექტურობა, რომ ჩვენს მწარმოებელს კიდევ უფრო იაფი დაუჯდეს საქონლის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ევროპის ბაზრებზე," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აგრეთვე ის გამოწვევები, რაც თან ახლავს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის არის იმ ლაბორატორიების ნაკლებობა, რომლებიც აუცილებელია ექსპორტზე გასატანი პროდუქციის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.

„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ სავაჭრო ურთიერთობები ჯანსაღია, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში არსებობს უზარმაზარი აუთვისებელი პოტენციალი. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქართულმა კომპანიებმა სრულად ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით," - განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42