ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“წევრმა თინა ბოკუჩავამ ასე მიმართა: "მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენთაგანი".
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ ამ დარბაზში მსხდომებიო. ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენთაგანი. ასე რომ, მართლაც ძალიან სამარცხვინოა ასეთი მედროვეობა კოლეგებო, მაგრამ ამ დარბაზში მე უკვე არაფერი მიკვირს, იმიტომ, რომ ყოველგვარი სირცხვილის ზღვარი გადალახულია, როდესაც უმრავლესობა საკუთარ ყოფილ წევრს სჯის იმის გამო, რომ მან განსხვავებული აზრი დააფიქსირა და სადამსჯელო ოპერაციად იყენებს მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






