„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა, რა პრინციპებით სარგებლობს, როდესაც აცხადებს, რომ უმრავლესობიდან გასვლის შემთხვევაში გარკვეული პირები, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტებს მაინც შეინარჩუნებენ:
„ძალიან საინტერესო პროცესები გაირკვა, ბატონი ირაკლისგან გავიგეთ, რომ თუ ქალბატონი ქაცარავა და ხულორდავა გავლენ უმრავლესობიდან, ისინი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებს შიენარჩუნებენ. კარგია, გვინდა რომ ევროპულმა საქართველომ გავითვალისწინოთ, მაგრამ ბატონო ირაკლი სხვებზეც გვითხარით, მაგალითად ბატონ ანრის რა ბედი ეწევა თუ გადმოვიდა ჩვენთან „ევროპულ საქართველოში“ და თუ მივიღეთ, დატოვებთ თანამდებობაზე? ბატონ ყაველაშვილს და ა.შ. საჭიროა რომ წესები იყოს ნათელი, ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა, უნდა ვიცოდეთ წინასწარ, ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ ეს გვჭირდება, რომ კარგად დავგეგმოთ თქვენი უმრავლესობის დაშლის პროცესი. ხან იძახდეთ, რომ პოლიტიკურად პრინციპულები ვართ და ჩვენთან თუ არა ხართ თანამდებობიდან გაგიშვებთ, თან იძახდეთ, რომ კომპეტენცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ხულორდავას ეპატიება და შეუძლია გვაკრიტიკოს და გავიდეს უმრავლესობიდან... სხვათა შორის, ნუ გამორიცხავთ ამას ნუ იქნებით ასე დარწმუნებულები. მესმის ბატონი ირაკლი დღეს საუბრობდა იმ ხალხზე, ვისზეც მშვიდად გრძნობს თავს, მაგრამ ვაი, რომ ცხოვრება ისეთია არ იცით ხვალ და ზეგ რა გელით, როცა ისეთ პოლიტიკურ აგონიას აქვს ადგილი, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერია უმრავლესობის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის არსებულ დაპირისპრებასა და ურთიერთბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გასაკვირია, აქამდე ერთად ყოფნას როგორ ახერხებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთზე ასეთი უარყოფითი აზრი ქონდათ:
ზოგადად, ესეთი უარყოფითი აზრი გქონიათ ერთმანეთზე, როგორ იყავით საერთოდ ერთად ვერ გავიგე. ახლა მოგიწოდებთ, ნუღა შეინახავთ საიდუმლოდ ერთმანეთზე რასაც ფიქრობთ, ხმამაღლა და გაბედულად უთხარით საზოგადოებას, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი და სწრაფად გაირკვეს თქვენი ბედი და სწრაფად გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ბედიც თქვენ ხელში სანამ არის.“- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






