ირაკლი სესიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ბიუროზე მისი ინიციატივის გადავადება მოხმდარიყო, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება და აცხადებს:
„ქართულმა ოცნებამ" მიიღო სხვა სიგნალები, გარდა იმისა, რასაც ჩვენ აქედან ვუგზავნიდით“.
გოცირიძის თქმითვე, „ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ინიციატივების განხილვა და „ნუ იწვევენ რელიგიურ შუღლს ჩვენს საზოგადოებაში“.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ინიციატივა მოამზადა. ამ ინიციატივით, უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე.
მასალის გამოყენების პირობები






