„სესიაშვილი მართლმადიდებლურ ეკლესიას და მართლმადიდებლებს შეურაცხყოფას აყენებს“
პოლიტიკა - 10:26, 19 Mar, 2019     1250
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

პროექტით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილება არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს.

„ჩემი კანონპროექტი დისკრიმინაციული არ არის. უქმდება ყველასთვის ის შეღავათი, რაც გულისხმობს მღვდელმსახურებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადებას. ჩემი პროექტით ეს ყველასთვის უქმდება.

თუ სხვა ნორმაში, მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის არსებობს რაიმე შეღავათი, ეს არის სხვა საკითხი. მე თუ მკითხავთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას არაკონსტიტუციურს უწოდებენ ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სესიაშვილის ინიციატივას, შეურაცხმყოფელია.

„სესიაშვილს, როგორც ჩანს, საერთოდ არ ესმის, რომ ამითი შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მართლმადიდებლებს. იმიტომ, რომ რა გამოდის - წმიდათა წმიდა ვალი სამშობლოს დაცვის, მართლმადიდებლებს არ უნდა შეეხოთ მარტო და სხვა კონფესიის წარმომადგენლებს უნდა შეეხოთ. ეს რას ნიშნავს? მართლმადიდებლები ამ პროცესიდან გამორთული უნდა იყვნენ,“-აცხადებს გიორგი ბარამიძე.

„ევროპულ საქართველოში“ ვითარების მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას, პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლას სთავაზობენ.

„აშკარად არაკონსტიტუციურ ინიციატივას გვთავაზობს „ქართული ოცნება“, ვთვლით, რომ ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი. ყველა რელიგიური გაერთიანება და კონფესია უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე და ეს პრინციპი უნდა დაიცვას სახელმწიფომ. ხოლო რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, აქ გამოსავალი არის პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლა სრული მოცულობით,“-ამბობს ოთარ კახიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42