"საქართველოს ხელისუფლების შვიდი მინისტრის პირველი მოადგილეები, მთავრობის დადგენილებას არღვევდნენ" - აუდიტის დასკვნა
პოლიტიკა - 10:03, 19 Mar, 2019     1502
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “აეროპორტების გაერთიანების“ კონტროლის საკითხი შეისწავლა და დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლების შვიდი მინისტრის პირველი მოადგილეები, მთავრობის დადგენილებას არღვევდნენ. უფრო კონკრეტულად, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შვიდი მინისტრის პირველი მოადგილეები შედიოდნენ და კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ვალდებული იყვნენ კვარტალში, მინიმუმ ერთხელ შეკრებილიყვნენ. 2017 წელს კი სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა.


უწყების ინფორმაციით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანება გამოვლინდა შესყიდვების მიმართულებითაც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გადაყვანაზე “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს “ჯორჯიან ბასს“ შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც შეისწავლა, სადაც ასევე გამოვლინდა დარღვევები.

„კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ გადაეყვანა 7 მიმართულებით მგზავრები, თუმცა გადაჰყავდა მხოლოდ ორი მიმართულებით. კომპანიას უნდა ჰქონოდა 2 წლიანი გამოცდილება სატრანსპორტო მიმართულების სფეროში, თუმცა კომპანიამ ვერ წარმოადგინა. მან წარმოადგინა მისი დირექტორის მიერ სხვა კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

ხელშეკრულების რეკვიზიტებში არ იყო მისი ხელმოწერა და იყო შეცდომით, მათი განმარტებით, სხვა კომპანიის ხელმოწერა, რაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს,“-განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილემ ბესიკ ქოჩიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42