მოძრაობა ახალი საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ნიკა ვაშკიძემ 17 მარტს, „ახალი საქართველოს“ რიგით მეორე ყრილობაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
„„ახალი საქართველო“ დგას ღრმად გააზრებულ პროგრამებსა და ხედვებზე. საოცარ მორალურ და იდეოლოგიურ სიახლოვეს ვგრძნობ ამ მშვენიერ ადამიანებთან ერთად. რაც მთავარია ყოველ ასეთ ღონისძიებაზე აშკარად იგრძნობა ოპტიმიზმის, წარმატების, წინსვლის და ინოვაციურობის სულისკვეთება და ატმოსფერო.
მინდა გითხრათ, რომ უპრეცედენტო ინოვაციურობით გამოირჩეოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, რომელსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. მართლაც ვიტყოდი, ქვეყნის მოსახლეობის საუკეთსო ნაწილს კარგად დაამახსოვრა თავი და ჩაჯდა მეხსიერებაში.
იდეოლოგია, რომელზეც ეს მართლა ძალიან ჯანსაღი და პერსპექტიული მოძრაობა დგას, ჩემი აზრით, ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს, ეს არის ახალი, ჯანსაღი სახელმწიფოებრივი პატრიოტიზემი, ინოვაციური განვითარება, და პოლიტიკური პროცესისი მაქსიმალური გახსნილობა. ამ პრნციპებზე დაფუძნებით შეიქმნა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ და მან დაამტკიცა ის, რომ ქართველებს და ქართველ პოლიტიკოსებს, მიუხედავად მრავალი ეჭვისა შეუძლიათ გაერთიანება და შეუძლიათ ამ გაერთიანების მდგრადობის შენარჩუნება.
მასალის გამოყენების პირობები






